სოფელ თამარისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

სოფელ თამარისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

  • 2021-02-08 17:20:22

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

პროექტის მიზანია სპორტის სფეროს განვითარება.

პროექტით გათვალისწინებულია სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელშიც განთავსებულია კომპლექსური სპორტული დარბაზი, ადმინისტრაცია, ფიტნესდარბაზი შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი და ასევე ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ელემენტების ფუნქციონერებისათვის საჭირო კომუნიკაციები.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები