მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინირებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინირებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

  • 2021-02-06 21:26:37

მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინირებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა,

მისი თქმით, ეს კარგი სიახლე და მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აცრების სამი მეოთხედი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აცრეს რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები, დაუთმონ ვაქცინების შეძენის უფლება სხვა ქვეყნებს, ვინაიდან ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება პანდემიის დასამარცხებლად.

100 სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა მიხედვით მსოფლიოში ისრაელი (62 ვაქცინირებული), არაბთა გაერთიანებული საამიროები (39) და დიდი ბრიტანეთი (16) ლიდერობენ. აცრების რაოდენობით სიის სათავეში აშშ და ჩინეთი არიან, სადაც კორონავირუსზე უკვე 30-30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსის 105 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა ზრდა საგრძნობლად შემცირდა - თუ იანვრის დასაწყისში ყოველდღიურად 700 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, თებერვლის დასაწყისში ეს რიცხვი 400-500 ათასამდე დაეცა.

 

წყარო : imedinews.ge

მსგავსი პოსტები