სოფელ ბოდბისხევში ახლად რეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა

სოფელ ბოდბისხევში ახლად რეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა

  • 2020-10-25 16:18:01

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლად რეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა.

გახსნას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოდბისხევის საკვირაო ბაზარში, როგორც ადგილობრივ, ასევე, სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ.

ბოდბისხევის ბაზარში, რომელიც 1902 წლიდან ფუნქციონირებს და ფაქტიურად ტრადიციული მნიშვნელობისაა, ამ დრომდე, მცირე სამუშაოების გარდა, მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

მსგავსი პოსტები