სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

  • 2021-02-10 12:55:07

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები დღეს არბოშიკში, მირზაანსა და ზემო მაჩხაანში ჩატარდა.

შეხვედრებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილეებთან, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 256 000 ლარია გამოყოფილი.

დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.

მსგავსი პოსტები