გურჯაანის სოფლებში COVID-19-ის მასიური ტესტირება მიმდინარეობს

გურჯაანის სოფლებში COVID-19-ის მასიური ტესტირება მიმდინარეობს

  • 2021-02-11 13:37:29

ფრანგული სამედიცინო ცენტრის “კახეთი-იონის” ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გურჯაანის სოფლებში COVID-19-ის მასიური ტესტირება მიმდინარეობს.

“კახეთი-იონის” თანამშრომლები, უფასო ტესტირებას სოფლის ამბულატორიებში სწრაფი ტესტების საშუალებით ახორციელებენ.

დღეს, კორონავირუსის ტესტირება მიმდინარეობს კოლაგისა და ბაკურციხის ამბულატორიებში.

ამ დროისთვის, COVID-19-ის უფასო ტესტირება უკვე ჩატარებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 15-ზე მეტ სოფელში.

მსგავსი პოსტები