კორონა ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების განხილვის მიზნით, ირაკლი შიოშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

კორონა ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების განხილვის მიზნით, ირაკლი შიოშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

  • 2020-10-21 14:31:51

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილი და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა კორონა ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების განხილვის მიზნით, ლაგოდეხში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ირაკლი შიოშვილი დაინტერესდა მედიკოსთა საჭიროებებითა და მათი მზაობით. ამავდროულად, ისაუბრა კორონა ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით ფუნქციონირებას განარგძობს კახეთის რეგიონული ცხელი ხაზი, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა და მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ კორონა ვირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ საპრევენციო ღონისძიებების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში.

მსგავსი პოსტები