ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს

ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს

  • 2021-02-10 13:56:50

ბორითის თემში ერეთა-დინარის დამაკავშიერებელი გზა ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

სოფელ ერეთას თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალით ვუკავშირდებით. ამორტიზებული გზით გადაადგილება დიდ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა გასული წლის ბოლოს დაიწყო 2 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო და სამუშაოები წელს დასრულდება!

ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ერეთაში, პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

დავით დევდარიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში ბეტონის საფარი 600 მეტრზეა მოწყობილი, კომპანია დარჩენილ 1 400 მეტრზე სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა წელს დასრულდება

ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები