ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე. წ კვირიკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე. წ კვირიკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-02-10 17:08:13

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე. წ კვირიკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულ გზის მონაკვეთზე რკინა- ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “გი-ანი2011” ასრულებს რომლის ღირებულებაც 485077 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია, 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი პოსტები