ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბანში წყლის სისტემის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბანში წყლის სისტემის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-02-11 14:10:33

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბანში წყლის სისტემის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები ადგილობრივი მაცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა.

სოფელში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს. ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭებიდან იღებენ. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს, ჭაში არსებული წყლის დებიტი კლებულობს და წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

სამუშაოების ღირებულება 2 379 996 ლარია. პროექტი აპრილში დასრულდება და 250-მდე ოჯახი უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მსგავსი პოსტები