მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ პერევისისა და ბერეთისის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ პერევისისა და ბერეთისის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

  • 2021-02-11 17:12:46

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში იმყოფებოდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ პერევისისა და ბერეთისის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. გივი მოდებაძე სკოლის დირექტორებს შეხვდა და დამატებითი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

სოფელ პერევისის სკოლაში პირველი სართულის რეაბილიტაცია და გარე ფასადის მოწყობა განხორციელდა. მოეწყო ყველა საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი და სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ პერევისის სკოლის რეაბილიტაცია ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც ამ დროისთვის სკოლა სრულად რეაბილიტირებულია.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდ. მეწარმე სიმონ კაპანაძემ შეასრულა.

სოფელ პერევისის სკოლის რეაბილიტაციის მიზნით 159 223 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სოფელ ბერეთისის საჯარო სკოლას, აქ სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით არსებული დარბაზი სრულად განახლდა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ჯორჯიან ინვესტმა“ შეასრულა.

პროექტის განსახორციელებლად 94 927 ლარი დაიხარჯა

გასულ წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, 28 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი პოსტები