სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-02-11 14:52:17

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მომზადება ხდება.

დღეს, საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის მეოთხე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, 11 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი - წყალარინების ახალი ქსელი განათავსა.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს. 

მსგავსი პოსტები