ამოქმედდა თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის

ამოქმედდა თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის

  • 2021-02-09 17:58:21

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამოქმედდა თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება (არა უმეტეს 80%-ისა ეროვნული ვალუტით და არა უმეტეს 70%-სა უცხოური ვალუტით) რესტორნებთან ერთად უკვე სპორტულ ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 1525

მსგავსი პოსტები