ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

  • 2020-10-03 11:59:35

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა გახსნა.
„დღეიდან ლაგოდეხის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის აშენებისთვის. მუნიციპალიტეტში არსებულ გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს წლების განმავლობაში მოძველებული შენობაში უწევდათ საქმიანობა.
 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.ახალი 112-ის შენობა 25 მედპერსონალზეა გათვლილი, შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც რათქმაუნდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის უმაღლეს მომსახურებაზე“, განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
პროექტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განახორციელა.

მსგავსი პოსტები