სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

  • 2021-02-13 14:30:18

სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

პროექტის მიხედვით, მოასფალტდა 1400 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ამჟამად მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუპოვერი" ასრულებს.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.

მსგავსი პოსტები