სხვადასხვა ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების უპრეცენდენტოდ მაღალი შემთხვევები ფიქსირდება

სხვადასხვა ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების უპრეცენდენტოდ მაღალი შემთხვევები ფიქსირდება

  • 2020-11-10 15:26:06

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო უარესდება. სხვადასხვა ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების უპრეცენდენტოდ მაღალი შემთხვევები ფიქსირდება.

„გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ ქვეყანაში ინფიცირების დღეს არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს. გასულ კვირას, დღეში დაახლოებით 20 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა, აქედან საშუალოდ 2% ინტენსიურ დახმარებას საჭიროებდა, რაც დღეში 400 ადამიანს შეადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება დატვირთვას, თუმცა ამ მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში, მალე აღნიშნული რესურსი საკმარისი აღარ იქნება“, – წერს ადგილობრივი მედია.

რაც შეხება უნგრეთს, 11 ნოემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. უნგრეთში „ნაწილობრივი ლოქდაუნი“ გამოცხადდება. კომენდანტის საათი ღამის 12 საათის ნაცვლად, საღამოს 8 საათიდან შევა ძალაში და გადაადგილება დილის 5 საათამდე იქნება აკრძალული. რესტორნები და ბარები დაიკეტება.

„9 ნოემბერს, უნგრეთში, ინფიცირების 5 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ჩატარებული ტესტებიდან 30% დადებითი იყო; 11 ნოემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. უნგრეთში „ნაწილობრივი ლოქდაუნი“ გამოცხადდება. კომენდანტის საათი ღამის 12 საათის ნაცვლად, საღამოს 8 საათიდან შევა ძალაში და გადაადგილება დილის 5 საათამდე იქნება აკრძალული. რესტორნები და ბარები დაიკეტება. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სრულიად ონლაინ სწავლებაზე გადავლენ. აიკრძალება 10-ზე მეტი პირის შეკრება. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. გამკაცრებული ზომები 30 დღის ვადითაა გამოცხადებული, თუმცა შესაძლოა გახანგრძლივდეს“, – აღნიშნულია ადგილობრივი მედიის მიეც გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რუსეთს, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი (21 798 შემთხვევა) გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის გამოყოფილი საწოლების 82% ათვისებულია.
„9 ნოემბერს, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი (21 798 შემთხვევა) გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის გამოყოფილი საწოლების 82% ათვისებულია; რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის შეფასებით, აუცილებელია, რომ იმ რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა განსაკუთრებით დიდია, წერტილოვანი შეზღუდვები უფრო აქტიურად დაწესდეს. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების დაწესების გამო, რუსეთში რესტორნებისა და კაფეების 20% დაიხურა. აღნიშნულის მიზეზად, მოთხოვნის მკვეთრი კლება დასახელდა“.

სიტუაცია გაუარესდა პოლონეთშიც, სადაც შემთხვევების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა (24 785). პოლონეთის 16 პროვინციის ადგილობრივი თვითმართველობების ხელმძღვანელებმა, რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი ნაკადის გამო, გერმანიას დახმარების თხოვნით მიმართეს.

თურქული მედია იუწყება, რომ დღე-ღამეში ვირუსის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირდა 2 516 ადამიანი.

უკრაინაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, ქვეყნის კლინიკებში გეგმიური ჰოსპიტალიზაცია შეიზღუდა. მოხდება მხოლოდ გადაუდებელი პაციენტების მიღება.

„9 ნოემბერს, უკრაინაში ინფიცირების 8 687 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის COVID-19 დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს; უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების ზრდის გამო, უკრაინა „კორონავირუსის გავრცელებაზე რეაგირების მეორე ეტაპზე“ გადადის. კერძოდ, მისი თქმით, 9 ნოემბრიდან, ქვეყნის კლინიკებში გეგმიური ჰოსპიტალიზაცია შეიზღუდება. მოხდება მხოლოდ გადაუდებელი პაციენტების მიღება. 9 ნოემბერს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა უქმე დღეების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის დაწესების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, შაბათის 00:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები იმუშავებს. ყველა დანარჩენი ბიზნესი საქმიანობისთვის ადგილზე მიტანის სერვისს გამოიყენებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,, კვირა" ავრცელებს. 

მსგავსი პოსტები