ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალზე არსებული ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალზე არსებული ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

  • 2021-02-16 18:48:24

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალზე არსებული ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნული ხიდი , რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს სრულად განახლდება.

ამ ეტაპზე მოქალაქეებს გადაადგილება სოფელ დიმის შემოვლითი გზით შეეძლებათ.

უახლოეს დღეებში კი მოეწყობა საფეხმავლო ხიდი ქვეითთათვის.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას გადაადგილების შეფერხების გამო.

მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ ზედა დიმის ხიდი სიძველის გამო დაზიანებული იყო, სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. „საქტრაქმშენსერვისი“ ასრულებს. ხიდის სრულ რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები