სოფელ არგვეთაში, 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

სოფელ არგვეთაში, 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

  • 2021-02-15 14:49:29

სოფელ არგვეთაში, 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება.

არგვეთის სკოლის ახალი შენობა, უახლესი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი და საგანმანათლებლო სივრცისთვის არსებულ ყველა სტანდარტს და მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

თანამედროვე ტიპის ორსართულიანი სკოლის კორპუსი, ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლას ექნება გამართული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, კომბინირებული სპორტული დარბაზი.

არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს, ზესტაფონის ვიცე მერი, დავით მაღრაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სკოლის ძველი შენობა, ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. არგვეთის სკოლის მოსწავლეები, ვიდრე ახალი სკოლა აშენდება, საგაკვეთილო პროცესს, ნაქირავებ ბინაში გადიან.

ახალი სკოლის მშენებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები