მთავრობა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს

მთავრობა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს

  • 2020-10-29 16:24:43

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, 4 თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი- დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ნაწილია და ის ბიზნესის გარდა, სოციალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გარდა, სუბსიდირდება ასევე წყალიც და დასუფთავებაც.

,,როგორც ადრე დავაანონსეთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე მოსახლეობა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კვლავ ისარგებლებს კომუნალურების ანაზღაურების იმავე პრონციპით, როგორც ეს პირველ ფაზაში განხორციელდა. გლობალური კრიზისის ფონზე, ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ”, - აღნიშნულია პრემიერის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე”.

მსგავსი პოსტები