ქვემო ქართლში 2020 წელს აშენდა 6 სკოლა ,  მიმდინარეობს კიდევ 10 სკოლის მშენებლობა

ქვემო ქართლში 2020 წელს აშენდა 6 სკოლა , მიმდინარეობს კიდევ 10 სკოლის მშენებლობა

  • 2021-02-15 15:05:19

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა :

ქვემო ქართლში 2020 წელს აშენდა 6 სკოლა;

მიმდინარეობს კიდევ 10 სკოლის მშენებლობა;

სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 70-მდე სკოლას.

სკოლებში მოწესრიგდა სველი წერტილები.

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ფარგლებში, 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა უკვე თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მშობლებს კვლავაც აქვთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება

სკოლები სრულად უზრუნველყოფილია დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და სადეზინფექციო სითხეებით.

სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, ტარდება სკოლების მონიტორინგი.

სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ სავალდებულო სისტემური ტესტირება COVID-19-ზე;

სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას. თავის მხრივ, სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას.

პანდემიის დაწყებისთანავე სახელმწიფომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის: „ტელესკოლა“ , Microsoft Teams, FeedcEdu, „iსკოლა“, „ვებსკოლა“.

პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო:

კორპორაცია Microsoft-ისგან;

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისგან (UNICEF);

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (OECD).

მსგავსი პოსტები