ზურაბ ნასარაიამ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესზე პანდემიურ ვითარებაში საჯარო მმართველობის პრიორიტეტებზე ისაუბრა

ზურაბ ნასარაიამ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესზე პანდემიურ ვითარებაში საჯარო მმართველობის პრიორიტეტებზე ისაუბრა

  • 2020-10-09 16:39:20

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლუბლინის (პოლონეთი) პრეზიდენტის მიწვევით, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესში მონაწილეობდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, კონგრესის წამყვანი თემის “ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტები ახალ რელობაში” - ფარგლებში, პანდემიურ ვითარებაში საჯარო მმართველობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა კრიზისის დაძლევის გრძელვადიან ხედვაზე, ასევე, ევროპელ კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გურიის რეგიონის მაგალითზე.

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესი ოთხი დღეა მიმდინარეობს. კონგრესში 9 ქვეყნის 900 წარმომადგენელი მონაწილეობს. თემატური პანელური დისკუსიები და სემინარები ვირტუალურ სივრცეში, თანამედროვე პლატფორმის გამოყენებით იმართება. პრაქტიკოსები და ექსპერტები კოვიდ19-ის პანდემით შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის სხვადასხვა გზებზე მსჯელობენ.

მსგავსი პოსტები