15 თებერვლიდან თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა

15 თებერვლიდან თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა

  • 2021-02-15 18:15:09

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ფარგლებში, 15 თებერვლიდან თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).

ასევე, 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით კვების ობიექტებს უკვე შეუძლიათ ღია სივრცეებში სტუმრების მიღება (გარდა შაბათ-კვირისა).

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვლიდან უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა);

გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა).

დარჩენილი შეზღუდვების სამომავლო შემსუბუქება განხილული იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

მსგავსი პოსტები