ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

  • 2021-02-12 15:16:03

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ხორციელდება გზების

რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა.

დაბა ნასაკირალში Design-Build მეთოდით 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

სამუშაოებს შპს „იმპოსტი“ ასრულებს.

მსგავსი პოსტები