ზესტაფონის საბავშვო ბაღებში ახალი ღობეები მოეწყო

ზესტაფონის საბავშვო ბაღებში ახალი ღობეები მოეწყო

  • 2021-02-22 15:29:10

ზესტაფონის საბავშვო ბაღებში ახალი ღობეები მოეწყო.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღობეები განახლდა. მოძველებული ღობები ექვს საბავშვო ბაღში შეიცვალა.

ახალი ღობეები მოეწყო სოფელ მარტოთუბნის, პირველი სვირისა და საზანოს, ასევე ქალაქის N 2, N 3 და N 5 ბაღებში. ღობეებთან ერთად, საბავშვო ბაღებში სველი წერტილების რეაბილიტაციაც მოხდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

საგანმანათლებლო სივრცისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება, რათა ბავშვებმა განათლება შესაფერ გარემოში მიიღონ და ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო. უახლოეს პერიოდში, ასევე იგეგმება, სოფელ ცხრაწყაროს ბაღის შემოღობვაც.

მსგავსი პოსტები