ქუთაისში მალე კონსტიტუციის მოედანი იქნება

ქუთაისში მალე კონსტიტუციის მოედანი იქნება

  • 2021-02-21 13:39:06

ქუთაისში მალე კონსტიტუციის მოედანი იქნება.

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის დარბაზის მიმდებარედ, მალე კონსტიტუციის მოედანი მოეწყობა. ეს გადაწყვეტილება პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

„ ქუთაისში სულ მალე გვექნება კონსტიტუციის მოედანი. ეს იქნება პირველი ქართული კონსტიტუციის მიმართ გამოხატული ჩვენი პატივისცემა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი. კონსტიტუცია არის უპირველესი გარანტი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და განვითარებისა.

გილოცავთ პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავს! „- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი პოსტები