ანაგაში წყალმომარაგების პროექტი დაიწყო

ანაგაში წყალმომარაგების პროექტი დაიწყო

  • 2021-02-22 18:39:16

ანაგაში წყალმომარაგების პროექტი დაიწყო.

სოფელ ანაგაში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო. პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები მოეწყობა.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები