წმინდა ნინოს წყაროს გზის რეაბილიტაცია

წმინდა ნინოს წყაროს გზის რეაბილიტაცია

  • 2021-02-23 13:47:00

წმინდა ნინოს წყაროს გზის რეაბილიტაცია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალაქ წნორიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 649 241 ლარია, რომლის ფარგლებშიც 1456 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარი დაიგება.

გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოდბის დედათა მონასტრიდან წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რომელიც იანვარში დასრულდა.

მსგავსი პოსტები