200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა

  • 2021-02-22 12:19:23

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა.

დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 94 700 განაცხადია დარეგისტრირებული.

თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.

მსგავსი პოსტები