წითელი ჯვრის საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა 60 წელს გადაცილებულ 5000-მდე სოციალურად დაუცველს

წითელი ჯვრის საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა 60 წელს გადაცილებულ 5000-მდე სოციალურად დაუცველს

  • 2021-02-25 13:52:39

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, განხორციელდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურ-ეკონომიკურ რეაგირებას COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

აღნიშნული პროექტი მიმდინარეობდა საქართველოს 10 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მარტოდ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, კომუნიკაციის საშუალებების საჭიროების მქონე მოხუცებს მობილური ტელეფონები გადასცეს.

კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა 60 წელს გადაცილებულ 5000-მდე სოციალურად დაუცველ მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულს 10-ვე მუნიციპალიტეტში.

მსგავსი პოსტები