ანაგაში ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

ანაგაში ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-03-01 13:42:56

ანაგაში ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ე.წ. „მთავარანგელოზის“ ხევის კალაპოტის გაწმენდა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულება 352 050 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღნიშნული სამუშაოები აპრილში დასრულდება.

მსგავსი პოსტები