ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზირებულ ადაპტირებული სივრცე აშენდება

ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზირებულ ადაპტირებული სივრცე აშენდება

  • 2021-03-01 14:09:25

ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზირებულ ადაპტირებული სივრცე აშენდება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც სოფელ ზოვრეთში ორგანიზაცია „გზა სიცოცხლისა აშენებს“.

სოციალური პროექტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულ სივრცეს, ასევე მოხუცთა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მოწყობას ითვალისწინებს.

არქიტექტურული პროექტი, რომლის პრეზენტაციაც მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა, ორგანიზაციას საჩუქრად გადასცა, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ახალგაზრდა არქიტექტორმა, თამაზ მაჩიტიძემ.

პრეზენტაციას, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე, მერიის თანამშრომლები, ორგანიზაცია „გზა სიცოცხლისა“ დამფუძნებლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალური პროექტის ავტორებმა, ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ზესტაფონის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, თანადგომა აღუთქვა ორგანიზაციას და აღნიშნა, რომ მერია მზადაა ყველა მსგავსი სიახლის მხარდასაჭერად. გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, ამას ადასტურებს ის ფაქტორი, რომ არქიტექტურული პროექტის ავტორი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელია.

მსგავსი პოსტები