ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საგრანტო კონკურსს

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საგრანტო კონკურსს

  • 2021-03-01 14:33:48

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო / Rda იწვევენ დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და სოფლად გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა.

პროგრამა განხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://undp.rda.gov.ge/

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფლის განვითარების სააგენტო, ცხელი ხაზი: 1501

თორნიკე კაპანაძე, +995 595 036078

ბესიკ მაჭარაშვილი, +995 555 272869

მსგავსი პოსტები