საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა მიიღო

საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა მიიღო

  • 2021-03-05 10:29:33

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, კორეის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა (76 ერთეული ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი) მიიღო.

სამედიცინო აღჭურვილობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.

აღნიშნული სამედიცინო აპარატურა რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, კოვიდ 19-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.

პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა უახლესი აპარატურით, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია.

მსგავსი პოსტები