ძველ რუსთავში, რუსთაველის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ძველ რუსთავში, რუსთაველის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  • 2021-03-06 14:14:26

ძველ რუსთავში, რუსთაველის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და სარწყავი სისტემა, განახლდება გარე განათების ქსელი.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2,4 მილიონი ლარია.

სამუშაოების დასრულება 2021 წლის სექტემბერში იგეგმება.

მსგავსი პოსტები