ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-03-07 14:17:57

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას.

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულდების ეტაპზეა.

მსგავსი პოსტები