სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

  • 2021-03-10 13:38:29

სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით,127 366 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს " სასწორი" ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, 20 - მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი დაფინანსდა.

მსგავსი პოსტები