სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

  • 2021-03-10 15:40:34

სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. შესრულებულ სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 1 100 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი " ასრულებს.

გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 530 000 ლარზე მეტი იხარჯება.

მსგავსი პოსტები