სოფელ ვეჯინში, ე.წ. სტადიონის უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 838 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი15", პირველ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებულ მიწის სამუშაოებს ახორციელებს.
მოსახლეობას გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მოადგილესთან სიმონ ქოჩორაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად შეხვდა და გზის რეაბილიტაციის დეტალები ადგილზე გააცნო.
სამუშაოების ღირებულება 394 400 ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.