გურიის რეგიონი მზად არის ვაქცინაციის პროცესი სამივე მუნიციპალიტეტში ეროვნული გეგმის შესაბამისად დაიწყოს

გურიის რეგიონი მზად არის ვაქცინაციის პროცესი სამივე მუნიციპალიტეტში ეროვნული გეგმის შესაბამისად დაიწყოს

  • 2021-03-13 20:46:31

გურიის რეგიონი მზად არის ვაქცინაციის პროცესი სამივე მუნიციპალიტეტში ეროვნული გეგმის შესაბამისად დაიწყოს.

რეგიონში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, აქედან, 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაექვემდებარება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები: როგორც ექიმები, ასევე, კლინიკებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი.

15 მარტიდან ვაქცინაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კლინიკა ,,მედალფა“-ში ოზურგეთის სამედიცინო პერსონალით დაიწყება. 17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკები.

ვაქცინაცია გაკეთდება ორჯერადად. მეორე აცრა გაკეთდება პირველი ვაქცინაციიდან 8-12 კვირის ვადაში.

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უნდა მოახდინოს სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა პირმა სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე: www.booking.moh.gov.ge

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID19-ით ვაქცინაციას!

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!

მსგავსი პოსტები