ზესტაფონში, გურამიშვილის ქუჩაზე და სოფელ ცხრაწყაროში სანიაღვრე არხების მოწყობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში, გურამიშვილის ქუჩაზე და სოფელ ცხრაწყაროში სანიაღვრე არხების მოწყობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-03-10 13:01:11

ზესტაფონში, გურამიშვილის ქუჩაზე და სოფელ ცხრაწყაროში სანიაღვრე არხების მოწყობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილზე მიიღო ინფორმაცია.

გურამიშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 364 ლარი დაიხარჯება. სოფელ ცხრაწყაროში, ეწრის უბანში ახალი არხის მოსაწყობად 62 385 ლარია გამოყოფილი, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ დასახლებებში, აღმოიფხვრება, ნალექის დროს გზის ზედაპირზე, წყლის დადგომის პრობლება, რაც აზიანდებდა საგზაო ინფრასტრუქტურას ასევე მოსახლეობას გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.

მსგავსი პოსტები