სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-საჩხერე 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-საჩხერე 2021

  • 2021-03-11 23:03:29

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-საჩხერე 2021.

საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით 46 სოფლის მოსახლეობასთნ 28 საერთო კრება და 18 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. 2021 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტს 682 000 ლარი გამოეყო და შემდეგი პროექტების განსახორციელებლად გაიხარჯება:

• სოფელი ზედა ორღული-16 000 ლარი, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, ატრაქციონის დამონტაჟება და ფანჩატურის მოწყობა;

• ქვედა ორღული-16 000 ლარი, ქველაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ჩიხა-20 000 ლარი, ზეინკლიშვილების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი სხვიტორი-16 000 ლარი, ზედა მაჭარაშვილების უბანში, გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი დუნთა-10 000 ლარი, საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ბაჯითი-16 000 ლარი, ატრაქციონებით სკვერის მოწყობა;

• სოფელი სარეკი-20 000 ლარი, ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა;

• სოფელი ქვემოხევი-10 000 ლარი, სკვერის მოწყობა ფანჩატურით;

• სოფელი მოხვა-12 000 ლარი, სასაფლაოსკენ მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ცხომარეთი, 10 000 ლარი, ზედა და ქვედა ცხომარეთისათვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

• სოფელი მოძვი-16 000 ლარი, საუბნო გზების მოხრეშვა;

• სოფელი ჯალაურთა-20 000 ლარი, ტრენაჟორების დამონტაჟება;

• სოფელი კალვათა-12 000 ლარი, ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა;

• სოფელი ქორეთი-20 000 ლარი, ქამუშაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ჭორვილა-20 000 ლარი, დვლებისა და გამგებლების უბანში გარეგანათების მოწყობა;

• სოფელი საირხე-20 000 ლარი, ცენტრალურ გზაზე გარეგანათების მოწყობა;

• სოფელი სპეთი-16 000 ლარი, დავაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ჭალა-16 000 ლარი, გომართლების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი დრბო-10 000 ლარი, ბეტონის გზის მოწყობა;

• სოფელი საკოხია-10 000 ლარი, საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ღონა-16 000 ლარი, ნამგლაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი პერევი-16 000 ლარი, საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების დამონტაჟება;

• სოფელი ჭურნალი-10 000 ლარი, გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ჯრია-10 000 ლარი, ტრენაჟორების მოწყობა;

• სოფელი დარყა-16 000 ლარი, ეკლესიისკენ მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ივანწმინდა-16 000 ლარი, გარეგანათების მოწყობა;

• სოფელი მერჯევი-20 000 ლარი, სანიაღვრესთან ერთად გზის მოწყობა;

• სოფელი გამოღმა-არგვეთი-16 000 ლარი, ხარშილაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი გორისა-20 000 ლარი, ზედა შეყლაშვილების უბანში სკვერში საბავშო ატრაქციონების მოწყობა;

• სოფელი ბახიოთი-12 000 ლარი, საუბნო გზების მოხრეშვა;

• სოფელი შალაური-10 000 ლარი, სკვერის მოწყობა;

• სოფელი მახათური-16 000 ლარი, სკვერის მოწყობა;

• სოფელი ცხამი-16 000 ლარი, კიკნაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი დურევი-10 000 ლარი, სოფლის ცენტრში, სპორტული მოედნის მიმდებარედ, ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;

• სოფელი იტავაზე-16 000 ლარი, ძინძიბაძეების უბანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

• სოფელი არგვეთი-16 000, მინი სტადიონის მოწყობა;

• სოფელი სავანე-20 000 ლარი, დასასვენებელი სივრცის მოწყობა სხვადასხვა უბნებში;

• სოფელი იცქისი-12 000 ლარი, დაწყებითი სკოლის მიმდებარედ, ატრაქციონებით ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა;

• სოფელი ხვანი-10 000 ლარი, სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი ჭალოვანი-16 000 ლარი, წყლის სისტემებისათვის მასალების შეძენა;

• სოფელი ლიჩი-10 000 ლარი, წმანის უბანში გზის მოწყობა;

• სოფელი ღოდორა-10 000 ლარი, წყლის სისტემებისათვის მასალების შეძენა;

• სოფელი ვაკისა-10 000 ლარი, საუბნო გზების რეაბილიტაცია;

• სოფელი შომახეთი-16 000 ლარი, საუბნო გზების მოხრეშვა;

• სოფელი ნიგვზარა-16 000 ლარი, ეკლესიისკენ მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

• სოფელი კორბოული-20 000 ლარი, ,,ჩიჩინას გორაზე“, სკვერში და საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა, საუბნო გზების მოხრეშვა.

ზემოჩამოთვლილ პროექტებზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები.

მსგავსი პოსტები