დღეს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და გთხოვთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ჩვენ დღეს გვქონდა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პიკი. გარდაიცვალა სულ ორი ადამიანი. მოდით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. გთხოვთ ყველას, გეხვეწებით, თავი დაანებეთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, მოუსმინეთ სხვა რაღაცაში, ის არ იქნება ისეთი სახიფათო. კოვიდთან ნუ ვხუმრობთ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
ამასთან, ქვეყანაში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
წყარო: 1 არხი
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.