ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

  • 2021-03-17 15:28:36

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები ,,მედალფას“ კლინიკაში აიცრებიან.

ლანჩხუთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 დოზა მიიღო.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ექვემდებარებიან.

დღეს პირველად ვაქცინა ,,მედალფას“ კლინიკის ექიმებმა: თამარ კუნჭულიამ და ვერიკო ჩიჩუამ გაიკეთეს.

სამედიცინო სფეროში იმუნიზაციის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!

მსგავსი პოსტები