ვაქცინაციის პროცესი მომზადებული მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება

ვაქცინაციის პროცესი მომზადებული მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება

  • 2021-03-19 12:59:06

ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერისვაქცინისთვის მომზადებული მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდეს.

სამედიცინო პერსონალს ხელახალი ჯავშანის გაკეთება 41 მრავალპოფილურ კლინიკაში შეეძლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx...

იმუნიზაციის ცენტრებში ყველა კაბინეტი შოკის მართვის შესაძლებლობებითაა აღჭურვილია, რაც შეეხება ადრენალინს, ეპინეფრინის შემადგენელი ნივთიერებაა, რომელიც ნებისმიერ დაწესებულებაში არსებობს.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასებისთვის მომზადებულია შესაბამისი პროტოკოლი.

ქვეყანაში არსებული „ასტრაზენეკას“ დოზებით ექიმების გარდა, შესაძლოა სხვა ჯგუფებიც აიცრან.

ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას მხარს უჭერს ევროპის მარეგულირებელი სააგენტო. ვაქცინაცია კოვიდ-19-ის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგაა შესაძლებელი.

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები