ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

  • 2021-03-23 13:04:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მე ვგრძნობ პასუხიმსგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი წელი მაქვს გატარებული.

აქ ჩატარებული ვაქცინაცია, ვფიქრობ, იქნებოდა სიმბოლურიც და მოტივის მომცემი. იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვაქცინაციის შემდეგ იმერეთის რეგიონის სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები