ვერტყვიჭალაში საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვერტყვიჭალაში საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-03-15 14:11:53

ვერტყვიჭალაში საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 1,6 მილიონი ლარია.

სკოლა გათვლილია 300 ბავშვზე, პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.

ხელშეკრულების თანახმად ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო პროცესს კომფორტულ გარემოში დაიწყებენ.

სოფელში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

მსგავსი პოსტები