თერჯოლის მუნიციპალიტეტში , სოფ.სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში , სოფ.სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-03-17 14:13:34

თერჯოლის მუნიციპალიტეტში , სოფ.სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთა ერთად დაათვალიერა.

,,თერჯოლაში წარმატებით მიმდინარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოეწყობა სოფ.სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 ,3 კმ-იანი გრძივი მონაკვეთის საავტომობილო გზა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა , რათა მოსახლეობას ცხოვრების უკეთესი პირობები შეექმნას“ -განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შპს ,,ბორანი“ ახორცილებს.

მსგავსი პოსტები