ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიზნობრივი ჯგუფების აცრა 18 მარტიდან დაიწყება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიზნობრივი ჯგუფების აცრა 18 მარტიდან დაიწყება

  • 2021-03-17 18:20:51

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიზნობრივი ჯგუფების აცრა 18 მარტიდან დაიწყება.

COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ ცენტრში ვაქცინის დასაწყობების პროცესს, საიდანაც მისი განაწილება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თვმჯდომარე შალვა მშვილდაძე დაესწრნენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია 200 მედიკოსს ჩაუტარდება.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს ჩამოვიდა.

ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

მსგავსი პოსტები