ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება

  • 2021-03-22 14:23:09

ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დათვალიერა.

ამ ეტაპზე სკოლის შენობაში მიმდინარეობს ძველი ნალესის ჩამოყრა, მოხდა ძველი მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების დემონტაჟი, იცვლება შენობის იატაკი და ჭერი, პარალელურად სკოლის ეზოში შენდება ახალი , თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ დარბაზი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს შენობაში ლიფტის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ბესტ ბილდინგ გრუპი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ,სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თნახმად ,სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

მსგავსი პოსტები