ჭიათურაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ჭიათურაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

  • 2021-03-17 18:24:09

ჭიათურაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

დღეს „ჯეო-ჰოსპიტალსის” ამბულატორიაში მედიცინის მუშაკები „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრნენ.

კორონავირუსის ვაქცინით პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის უფროსი ხათუნა კუპატაძე აიცრა.

ამ ეტაპზე ჭიათურისთვის 360 დოზა ვაქცინაა გათვალისწინებული.

აცრა ნებაყოფლობითია!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველომ

13 მარტს მიიღო.

მსგავსი პოსტები