სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში, პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში, პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

  • 2021-03-17 14:34:39

შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში, პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო სახელმძღვანელო უკვე შეიქმნა, იმუნიზაციისათვის მომზადებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რეგისტრირდებიან.

ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში კეთდება. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.

COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!

აცრა ნებაყოფლობითია!

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

მსგავსი პოსტები